ფეხბურთი

22:31 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოლაროვი სერია A-ში დაბრუნდა

სერბეთის ნაკრების მცველი ალექსანდრ კოლაროვი კარიერას იტალიურ “რომაში” გააგრძელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ჯალოროსი” უკვე შეუთანხმდა, როგორც ფეხბურთელს, ისე “მანჩესტერ სიტის”.

“ქალაქელები” ტრანსფერში 5 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო სერბი იტალიის დედაქალაში 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

აღნიშნული ინფორმაცია “სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამაც დაადასტურა:

“არ მიყვარს იმ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომელთაც გუნდში დარჩენა არ სურთ. მისთვის “რომა” შესანიშნავი შანსია”.

კოლაროვი რომაელებს ამერიკულ ტურნეში შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ვეტერანი სერბი თავის დროზე “მგლების” მოსისხლე მტერ “ლაციოში” ასპარეზობდა.

0.132312