ფეხბურთი

14:38 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” დანილოს დღეს წარადგენს

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი მცველი დანილო კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში, “მანჩესტერ სიტის” რიგებში გააგრძელებს.

Marca-ს ინფორმაციით მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 26 წლის მოთამაშე 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა “ქალაქელებში”. კლუბი თანხას უახლოეს მომავალში გადაიხდის და ამას დაემატება 5 მილიონი, როგორც პრემია.

ოფიციალური პრეზენტაცია დღეს, 21 ივლისს გაიმართება და ბრაზილიელი მცველი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დანილომ “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მადრიდული გრანდის დატოვება.

0.116157