საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი რუსეთში დაბრუნდა და კარიერას პრემიერლიგის ბინადარ “სკა ხაბაროვსკში” გააგრძელებს. ამის შესახებ 31 წლის ფეხბურთელმა Azerisport.com-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
- თქვენი ნაბიჯი “ნეფთჩის” დატოვებასთან დაკავშირებით, ფინანსურ მხარეს უკავშირდება?
- ყველაფერზე ჩემპიონატებს შორის განსხვავება მეტყველებს. ყოველთვის მინდოდა, რომ მსგავს ლიგაში მეთამაშა.
- არ ფიქრობთ, რომ რუსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაგიჭირდებათ?
- არა. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. ახლაც, ასე იქნება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ “სკა ხაბაროვსკს” დავეხმარო.
- შეიძლება ვთქვათ, რომ ახალ გუნდში გადახვედით. არ იქნება ადაპტაცია ძნელი?
- ამ გუნდში მე უკვე ვთამაშობდი. ბევრი დღესაც გუნდშია ამიტომ რთული არაფერი იქნება.
- თქვენ დატოვეთ “ნეფთჩი”, როდესაც საუკეთესო პერიოდი არ უდგას...
- მჯერა, რომ “ნეფთჩისთვის” ყველაფერი კარგად იქნება. არიან გუნდში ფეხბურთელები, რომელთაც ჩემი შეცვლა შეუძლიათ.
- ესაუბრეთ მთავარ მწვრთნელ ელჰანომ აბდულაიევს და კლუბის ხელმძღვანელობას?
- დიახ. მე ვუთხარი მწვრთნელს, რომ მაქვს ასეთი ვარიანტი და მინდა იქ თამაში. სამწუხაროა, რომ “ნეფთჩის” დატოვება მომიწია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მადლობელი გუნდის ყველა თანამშრომლის. არასდროს დამავიწყდება, რომ ისინი ჩემს გვერდში იდგნენ. “ნეფთჩი” ყოველთვის ლამაზად გამახსენდება.
- ბაქოელებთან კონტრაქტი გაკავშირებდათ?
- დიახ.
რუსული კლუბი გადაიხდის თქვენს სანაცვლოდ თანხას?
- არა.
- ანუ, გამოდის, რომ უფასოდ დატოვებთ კლუბი?
- დიახ. მე ავუხსენი “ნეფთჩის” ხელმძღვანელობას სიტუაცია – არის ისეთი გუნდი, რომელსაც სურს ჩემი დამატება, მაგრამ არ შეუძლია თანხის გადახდა. მე არ ვარ ახალგაზრდა, რომ ასეთი შანსი კიდევ მომეცეს. ყველაფერ ამის გამო, ჩემს მდგომარეობაში შემოვიდნენ.
შეგახსენებთ, გიორგი ნავალოვსკის თავის დროზე რუსეთში არაერთი წელი გაუტარებია. სხვადასხვა დროს ქართველი ფეხბურთელი “ანჟის”, “ვოლგას”, “ხიმკის”, “მეტალურგ-კუზბასისა” და “ტოსნოს” რიგებში გამოდიოდა. გარდა ამისა, უცხოეთში უთამაშია ბაქოს “ინტერისა” და ბერძნული “ვერიას” რიგებშიც.
“სკა ხაბაროვსკის” ღირსებას კი 2013, 2014 და 2016 წლებში იცავდა. თუმცა, მაშინ გუნდი პირველ ლიგაში თამაშობდა, ახლა უკვე პრემიერლიგაშია. პირველ ტურში “სკა ხაბაროვსკიმ” შინ “ზენიტთან” (0:2) წააგო.