კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა დიდი ალბათობით მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, 33 წლის მოთამაშე ხელშეკრულებას არ განაახლებს, მიმდინარე კონტრაქტი კი მას “ბარსასთან” 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ანდრეს ინიესტას დებიუტი კატალონიურ გრანდში 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე “ბრუგესთან” დაპირისპირებისას შედგა.