ფეხბურთი

12:25 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი კარიერას ასრულებს

37 წლის “ალ-სადის” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს.

“2017/18 წლის სეზონი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება, მაგრამ ფეხბურთში აუცილებლად დავრჩები”- განაცხადა ჩავიმ.

ესპანელმა კარიერა 1998 წელს “ბარსელონაში” დაიწყო, სადაც 2015 წლამდე ითამაშა და შემდეგ “ალ-სადში” გადავიდა.

ჩავიმ “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 767 მატჩი ჩაატარა და 85 გოლი გაიტანა.

0.117165