ფეხბურთი

21:35 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შჩესნი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “არსენალის” მეკარე ვოიცეხ შცესნი დაიმატა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვეგვერდი იტყობინება, პოლონელი მეკარის სატრანსფერო ღირებულებამ 12 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 3 მილიონი მომავალში ბონუსად დაემატება.

“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ამ დღეს რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდებოდი. ბუფონი კი ლეგენდაა. “რომას” მადლიერი ვარ, რადგან იქ 2 შესანიშნავი წელი გავატარე”, - განაცხადა წარდგენისას შჩესნიმ.

პოლონეთის ნაკრების მეკარე 2015-2017 წლებში იჯარით “რომაში” თამაშობდა, ხოლო “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსში” 23 ნომრით ითამაშებს.

0.118807