საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის I ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 25 წლის ჩვენებურის გარჯას მაღალი შეფასება ერთბაშად ორმა ვატორიტეტულმა გამოცემა, sport-express.ru-მ და Championat.com-მა მისცეს.
"მან გაიტანა გამარჯვების გოლი - ქართველმა მცველმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა", - წერს Sport-express.ru, რომელმაც სოლომონს 6.5 ქულა დაუწერა.
"ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა - ტულის "არსენალის" კარში", - ასე აფასებს ქართველის თამაშს Championat.com-ი.
შეგახსენებთ, "ლოკომოტივმა" სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ერთადერთი გოლი სოლომო კვირკველიამ გაიტანა VIDEO.