ჩოგბურთი

17:52 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკის ღია პირველობაზე რეკორდული საპრიზო ფონდი იქნება

2017 წელს ამერიკის ღია პირველობაზე რეკორდული საპრიზო ფონდი, 50 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.

წინა წელს საპრიზო ფონდი 46.3 მილიონი დოლარი გახლდათ.

ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულმა შარშან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო წელს ჩემპიონი 3.7 მილიონი დოლარით დასაჩუქრდება.

ჩოგბურთელი, რომელიც პირველ ეტაპზე გამოეთიშება US OPEN-ს 50 000 დოლარს გამოიმუშავებს.

ამერიკის ღია პირველობა 28 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება.

0.113296