განვლილი სეზონის ბოლოს 39 წლის ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. როგორც ჩანს, პირსმა გადაწყვეტილება შეცვალა და ერთწლიანი კონტრაქტი “ბოსტონ სელტიკსთან” გააფორმა.
პირსმა კარიერა 1998 წელს “ბოსტონში” დაიწყო, სადაც 2013 წლამდე ითამაშა. პოლმა გუნდთან ერთად 2008 წელს ნბა მოიგო.
ამა წლის მაისის თვეში “ბოსტონმა” პირსის საპატივსაცემლოდ 34-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.