ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საზაფხულო ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ამომავალი ვარსკვლავი “ლეიკერსის” გამთამაშებელი ლონზო ბოლი აღიარეს.
საზაფხულო ლიგის ფინალში “ლეიკერსმა” “პორტლენდი” 110:98 დაამარცხა. ტურნირზე ბოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.3 ქულას, 9.3 პასს, 7.7 მოხსნას და 2.5 ჩაჭრას აკეთებდა.