ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა და სხვა გუნდების შემოთავაზებებზე უარი განაცხადა.
“მე მინდა დარჩენა პსჟ-ში. ჩემთვის არ არსებობს ეჭვი. რეალობა ის არის, რომ საფრანგეთში ჩემი ოჯახი თავს კარგად გრძნობს და მოხარული ვიქნები აქ დარჩენით”, - თქვა დი მარიამ.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს არგენტინელის გადაბირებას იტალიური “ინტერი” ცდილობდა.