ჭიდაობა

23:43 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს განთესილებში მხოლოდ თავისუფლები მოხვდნენ

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რევოლუციური სიახლის - განთესვის სისტემის დანერგვის იდეა წლეულს, გაზაფხულის ბოლოს, როგორც იქნა, ოფიციალურად დამტკიცდა. ჭიდაობის ხელმძღვანელობის მიერ უმთავრეს შეჯიბრებებად მიჩნეულ ტურნირებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, სპორტსმენებს ქულები დაერიცხათ და საერთო ჯამში, თითოეული წონითი კატეგორიის ოთხ-ოთხ საუკეთესოს მსოფლიოს პირველობაზე განთესვა ერგო.

აქედანვე ცნობილია, რომ პირველ და მეორე ნომრებად განთესილი სპორტსმენები ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან. ისიც გარკვეულია, რომ მეოთხე ნომრები სატურნირო ბადეში პირველი ნომრების მხარეს მოხვდებიან, მესამეები კი მეორეების მხარეს და მათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში გადაკვეთს.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიის თანახმად, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის განთესილ ოთხეულებში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი მოხვდა. მათ შორის საუკეთესო პირადი რეიტინგი რა თქმა უნდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აქვს, ოღონდ არა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელშიც ზედიზედ მეორე წელია გამოდის და ევროპის ჩემპიონი ხდება, არამედ 57 კილოგრამში, სადაც მოქმედი ოლიმპიური (2016) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონია. 61-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ევროპული ოქროსთვის მიღებული ქულები ოთხეულში მოსახვედრად არ ეყო.

ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიო ხალიჩაზე მეორე ნომრებად იქნებიან განთესილები, ხოლო ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) – მესამე ნომრად (დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით), რაც ნიშნავს, რომ ოდიკაძე ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს – ამერიკელ კაილი სნაიდერს ფინალამდე ვერ შეხვდება. პეტრიაშვილს კი ასევე ფინალამდე არ მოუწევს უმთავრეს კონკურენტთან, ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 4-გზის ჩემპიონთან – თურქ ტაჰა აკგულთან დაჭიდება. თუმცა აქვე დავამატებთ, რომ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებს მსოფლიოს განაცხადები ოფიციალურად ჯერ არ შეუვსიათ.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში განთესილ ოთხეულებში ერთი ქართველიც ვერ მოხვდა.

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატს 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.

ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატის განთესვა

თავისუფალი

57 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 45

2 რეი ჰიგუჩი (იაპონია) 40

3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) 35

4 ჰასან რაჰიმი (ირანი) 35

61 კგ

1 ახმედ ჩაკაევი (რუსეთი) 64

2 ლოგან ჯეფრი შტიბერი (აშშ) 62

3 ბეჰნამ ეშაგ ეჰსანპური (ირანი) 56

4 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა) 55

65 კგ

1 ბორისლავ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი) 56

2 ზურაბ იაკობიშვილი 50

3 სოსლან რამონოვი (რუსეთი) 46

4 ფრანკლინ გომესი (პუერტო რიკო) 45

70 კგ

1 ჯეიმს მალკოლმ გრინი (აშშ) 58

2 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი) 53

3 მიხაილ სავა (მოლდოვა) 51

4 ნურლან ბეკჟანოვი (ყაზახეთი) 48

74 კგ

1 შონერ დემიტრაში (თურქეთი) 66

2 ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი) 53

3 ზელიმხან ხაჯიევი (საფრანგეთი) 51

4 ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატი (ირანი) 44

86 კგ

1 სელიმ იაშარი (თურქეთი) 65

2 ალირეზა კარიმიმაჩიანი (ირანი) 53

3 პედრო სებალიოს ფუენტესი (ვენესუელა) 49

4 ზბიგნევ ბარანოვსკი (პოლონეთი) 45

97 კგ

1 კაილი ფრედერიკ სნაიდერი (აშშ) 64

2 მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი) 58

3 ელიზბარ ოდიკაძე 58

4 მაგომედ მუსაევი (ყირგიზეთი) 43

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი) 72

2 გენო პეტრიაშვილი 58

3 ლევან ბერიანიძე (სომხეთი) 53

4 დანიელ ლიგეტი (უნგრეთი) 49

ბერძნულ-რომაული

59 კგ

1 ისმაელ ბორერო მოლინა (კუბა) 44

2 შინობუ ოტა (იაპონია) 39

3 ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი) 34

4 შტიგ-ანდრე ბერგე (ნორვეგია) 34

66 კგ

1 დავორ შტეფანეკი (სერბეთი) 76

2 ტარეკ აზიზ ბენაისა (ალჟირი) 40

3 მიგრან არუთუნიანი (სომხეთი) 38

4 არტემ სურკოვი (რუსეთი) 35

71 კგ

1 ბალინტ კორპასი (უნგრეთი) 93

2 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი) 75

3 ალექსანდარ მაქსიმოვიჩი (სერბეთი) 74

4 პაველ ლიახი (ბელარუსი) 70

75 კგ

1 რომან ვლასოვი (რუსეთი) 45

2 ბინ იანგი (ჩინეთი) 44

3 მარკ ოვერგაარდ მადსენი (დანია) 40

4 ჰიეონვუ კიმი (სამხრეთ კორეა) 35

80 კგ

1 ასლან ატემი (თურქეთი) 72

2 ედგარ ბაბაიანი (პოლონეთი) 56

3 ჟონიბეკ ოტაბეკოვი (უზბეკეთი) 55

4 რამაზან აბაჩარაევი (რუსეთი) 52

85 კგ

1 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი) 61

2 ნიკოლაი ბაირიაკოვი (ბულგარეთი) 57

3 დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი) 46

4 ჟან ბელენიუკი (უკრაინა) 41

98 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი) 71

2 იასმანი დანიელ ლუგო კაბრერა (კუბა) 60

3 ბალას კიში (უნგრეთი) 50

4 ჩენკ ილდემი (თურქეთი) 34

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი) 69

2 ოლექსანდრ ჩერნეცკი (უკრაინა) 45

3 მიხაინ ლოპეს ნუნესი (კუბა) 44

4 საბაჰ შარიათი (აზერბაიჯანი) 34

0.129376