კალათბურთი

18:29 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონდო კარიერას “ნიუ ორლეანში” გააგრძელეს

31 წლის გამთამაშებელი რაჟან რონდო კარიერას “ნიუ ორლეანში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კალათბურთელმა “ნიუ ორლეანთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორა, ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რონდო განვლილ სეზონში “ჩიკაგო ბულზის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.8 ქულას, 5.1 მოხსნას და 6.7 პასს აკეთებდა.

0.123957