საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ღია ჩემპიონატზე ითამაშებს. ბაშტადში გასამართ ტურნირზე ქართველის პირველი მეტოქე 1/16-ფინალში ორასიო სებალიოსი იქნება. არგენტინელი ორშაბათს მსოფლიოს რეიტინგში 56-ე პოზიციაზე იქნება, ხოლო ნიკა კვლავ 51-ე ადგილზე.
ბასილაშვილი და სებალიოსი აქამდე ერთმანეთს არ შეხვდრიან. მათი დაპირისპირება 17 ივლისს შედგება, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ წყვილში საუკეთესო ალექსანდრ დოლგოპოლოვსა და კვალიფიკაციიდან დაწინაურებულ ჩოგბურთელს შორის გამარჯვებული იქნება.
ტურნირის პირველი ნომერი პაბლო კარენო ბუსტაა, ხოლო მეორე ნომერი - მოქმედი ჩემპიონი ალბერტ რამოს ვინიოლასი. შვედეღის ღია ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 482, 060 ევრო იქნება.