ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ვასკო და გამას" ყოფილი ნახევარმცველი დუგლას ლუიზი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ პრემიერლიგის კლუბმა 12 მილიონი ევრო გადაიხადა.
დუგლასი ბრაზილიური კლუბის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. ერთ წელიწადში ლუიზმა 25 მატჩის ჩატარება მოასწრო და 3 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში კი ნახევარმცველს 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.