ფეხბურთი

10:00 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძემ რუსეთის სუპერთასი მოიგო

ჯანო ანანიძე რუსეთის სუპერთასის მფლობელია. მოსკოვის “სპარტაკმა” ჩემპიონის რანგში, რუსეთის თასის მფლობელ “ლოკომოტივს” აჯობა. მატჩი დრამატული გამოდგა: ძირითად დროში გოლი არ გასულა, ყველაფერი კი დამატებითმა დრომ გადაწყვიტა.

ლუის ადრიანომ და ქვინსი პრომესმა “რკინიგზელებს” ორჯერ გაუტანეს. მართალია მანუელ ფერნანდეშმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

“ლოკომოტივის” შემადგენლობაში 120 წუთი ითამაშა და გამორჩეულიც იყო სოლომონ კვირკველია. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, იგი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ანანიძემ და “სპარტაკმა” რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვეს, ხოლო კვირკველიამ და “ლოკომოტივმა” რუსეთი თასი.

0.142589