ფეხბურთი

11:32 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე ბურმა შესაძლოა "ინტერი" ჩაიბაროს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა სეზონის ბოლოს შესაძლოა მილანის "ინტერი" ჩაიბაროს. "ნერაძურის" პრეზიდენტ ერიკ ტოჰირს სერია ა-ში გუნდის წარუმატებელი სტარტის გამო მწვრთნელის გამოცვლა სურს, თუმცა ვალტერ მაცარი სეზონის ბოლომდე დარჩება.

ტოჰირს სურს სეზონის ბოლომდე სასურველ მწვრთნელთა სია გაზარდოს და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჰოლანდიელი სპეციალისტია, რომლის მუშაობითაც მილანელები მოხიბლულები არიან.

დე ბურს ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს, თუმცა ხელშეკრულების გაწყვეტა შეუძლია.

0.129912