ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნათანიელ ჩალობა “უოტფორდში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 5.7 მილიონი ევროა.
ჩალობამ გასულ სეზონში “ჩელსის” მაისური 15-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.