საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. ქართველებმა B დივიზიონის მასპინძელ რუმინეთთან 51:63 წააგეს.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდისთვის გარდამტეხი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, როდესაც მასპინძლებმა უკეთ იასპარეზეს და მეოთხედი 19:8 მოიგეს. სტუმართაგან საუკეთესო 15 ქულით და 4 მოხსნით "მეგა ბიმაქსის" ცენტრი გოგა ბითაძე იყო. რუმინეთს კი ნანდორ კუტიმ 20 ქულით და 8 მოხსნით ულიდერა.
20-წლამდელთა გუნდი მომდევნო შეხვედრას B დივიზიონში მალტასთან 15 ივლისს გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მომავალმა მეტოქემ თავისი პირველი მატჩი ალბანეთთან 61:92 წააგო. ჯგუფიდან გასასვლელად ჩერქეზიშვილის შეგირდები მინიმუმ მეორე ადგილზე უნდა გავიდნენ. C ჯგუფში რუმინეთთან და საქართველოსთან ერთად მალტის, ალბანეთის და მაკედონიის ახალგაზრდული გუნდები არიან.