პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემამ ESPN-მა წლის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად სერენა უილიამსი დაასახელა, ხოლო ვაჟთა შორის აღნიშნული ტიტული როჯერ ფედერერმა მოიპოვა.
როჯერმა წლეულს ოთხი ტურნირი დაასრულა ჩემპიონობით, მათ შორის ავსტრალიის ღია პირველობა.
ფედერერმა ESPN-ის ტიტული კარიერაში მეშვიდედ დაისაკუთრა, ხოლო სერენამ -მერვედ.