ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსმა” შინ, ლიდერების გარეშე დარჩენილი “ოკლაჰომა” 85:78 დაამარცხა. “ოკლაჰომას” დამარცხებაში ფაჩულიამ დიდი წვლილი შეიტანა. ზაზამ პარკეტზე 22 წუთი და 29 წამი გაატარა და გუნდს 8 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი შესძინა.
ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2 საჯარიმო სროლიდან ორივე გამოიყენა. ფაჩულიას მარგი ქმედების კოეფიციენტი +13 გახლდათ, რაც მიმდინარე სეზონში ზაზასთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
ფაჩულიამ მნიშვნელოვან მომენტში ჩაჭრა ბურთი, ორი ლამაზი პასი გააკეთა, რაც მატჩის საუკეთესო მომენტებში შევიდა.
იხილეთ ვიდეო