ჭადრაკი

1:04 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაჯაბოვმა ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა

ჟენევაში (შვეიცარია) მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის მესამე ეტაპზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა.

ლიდერთა შორის მყოფი მოჭადრაკეებიდან, თეიმურ რაჯაბოვმა (აზერბაიჯანი) მოუგო პიოტრ სვიდლერს (რუსეთი), ხოლო პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი) და ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) ყაიმს დასჯერდნენ, რომლებიც ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.

შვიდი ტურის შემდეგ, რაჯაბოვმა ყველაზე მეტი 5.0 ქულა დააგროვა და ცოტა ხნის წინ დაკარგული ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. 4.5-4.5 ქულით, მეორე-მესამე ადგილებს ჰარიკრიშნა და გრიშუკი ინაწილებენ.

ბოლოსწინა, მერვე ტურში რაჯაბოვი 4.0 ქულის მქონე ალექსანდრ რიაზანცევს (რუსეთი) შეხვდება, გრიშუკი ეთამაშება შახრიარ მამედიაროვს (აზერბაიჯანი,4.5), ხოლო ჰარიკრიშნას მეტოქე ჩინელი ლი ჟაო იქნება.

0.116554