ფეხბურთი

0:20 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე “ემპოლის” შეკრებაზეა, თუმცა ტრავმირებული

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე “ემპოლის” შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა ისევ ტრავმირებულია. Empolichannel.it-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს გასული სეზონის მიწურულს, “მილანთან” მიღებული ტრავმა ისევ აწუხებს და ამიტომაც, ტოსკანელთა პირველი ამხანაგური მატჩები და იტალიის თასის შეხვედრა გაუცდება.

ამავე წყაროს ცნობით, არც ისაა გამორიცხული ლევანმა “ემპოლი” დატოვოს. როგორც ცნობილი ხდება, კლუბი ყველა წინადადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. და მაინც, არც ისაა გამორიცხული, რომ მჭედლიძემ მომავალი სეზონიც “ემპოლიში” დაჰყოს.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძეს გასულ სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. ამის გამო მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 6 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.117361