უიმბლდონის ქალთა თანრიგში ფინალისტები ცნობილია. ვინუს უილიამსმა ნახევარფინალში იოჰანა კონტა 6:4, 6:2 დაამარცხა, ხოლო გარბინე მუგურუსა ბლანკომ მაგდალენა რიბარიკოვას 6:1, 6:1 სძლია.
უილიამსი მეექვსედ შეეცდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას. ამერიკელი 37 წლისაა და თუ ფინალს მოიგებს, დიდი სლემის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი იქნება. ესპანელი კი მეორედ გავიდა უიმბლდონის ფინალში. 2015 წელს გარბინემ ვინუსის დასთან, სერენასთან წააგო.
უილიამსის და მუგურუსას მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.