საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი ადილ რამი კარიერას “მარსელში” განაგრძობს. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
31 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან 4+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ტრანსფერის შემდეგ “სევილიას” ბიუჯეტი 6 მილიონი ევროთი შეივსო.
რამი “სევილიას” ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. მან გასულ სეზონში ანდალუსიური კლუბის მაისურით 33-ჯერ ითამაშა.