კალათბურთი

23:00 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი “უნიკახაში” წარადგინეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანური “უნიკახას” კალათბურთელი დღეს ოფიციალურად გახდა. 28 წლის ჩვენებური მალაგაში ჩავიდა, სადაც ის ახალგაზრდა კალათბურთელების ფონზე წარადგინეს.

შერმადინმა “უნიკახას” კალათბურთელის როლში პირველი კომენტარიც გააკეთა:

“მალაგაში დიდი ეთუზიაზმით ჩამოვედი. ბევრჯერ მითამაშია “უნიკახას” წინააღმდეგ და ვიცი, როგორი გულშემატკივრებიც ჰყავს, რომლებიც დარბაზს ყოველთვის ავსებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.

ვიცი, რომ ჟოან პლაზა (“უნიკახას” მწვრთნელი – რედ) დიდი ადამიანი და ძალიან კარგი მწვრთნელია. იგი ძალიან მკაცრია და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ვითამაშო “უნიკახაში” და კონკურენცია გავუწიოთ ევროლიგის გუნდებს.

მიასპარეზია ევროლიგაში და ვიცი, რასაც ნიშნავს იქ თამაში – დიდი კონკურენციაა, ძალიან ძლიერი კალათბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ”, - აღნიშნა შერმადინმა.

შეგახსენებთ, გიორგიმ გასული სეზონი “მორაბანკ ანდორას” რიგებში გაატარა და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო. ორჯერ დასახელდა თვის MVP-დ და სეზონის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.

0.153212