საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ჯიბრილ სიდიბემ "მონაკოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სიდიბე "მონაკოში" 2016 წელს "ლილიდან" მოხვდა და გასულ სეზონში 47 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ჯიბრილი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და მისი სატრანსფერო ღირებულება 2016/17 წლების სეზონში 10-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ეროვნულ გუნდში მცველს 10 მატჩი აქვს ჩატარებული.