თავისუფალმა აგენტმა თურქმა ერსან ილიასოვამ “ატლანტა ჰოუქსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 6 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo Sport-ი ავრცლებს.
განვლილი სეზონის პირველ ნახევარში ილიასოვა “ფილადელფიაში” თამაშობდა, სადაც საშუალოდ 14.8 ქულას, 5.9 მოხსნას და 1.8 პასს აკეთებდა, მეორე ნახევარი კი მან “ატლანტაში” გაატარა და იქაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა, ერთ მატჩში საშუალოდ 10.4 ქულას და 5.8 მოხსნას აგროვებდა.
ილიასოვა საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია, თურქი ნბა-ში 2006 წლიდან თამაშობს. ერსანს “მილოუკში”, “დეტროიტში”, “ორლანდოში”, “ოკლაჰომაში”, “ფილადელფიაში” და “ატლანტაში” უთამაშია.