ჩოგბურთი

15:18 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა შესაძლოა ნახევარი წელი ვერ ითამაშოს

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესაძლოა ნახევარი წელი ვერ ითამაშოს, ამის შესახებ თავად ჩოგბურთელმა ბერდიხთან შეწყვეტილი მატჩის (6:7, 0:2) შემდეგ განაცხადა.

“უკვე წელიწადნახევარია მარჯვენა იდაყვის ტრავმა მაწუხებს. გული მწყდება, რომ უიმბლდონს ასე გამოვეთიშე, მაგრამ ტკივილი უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. აღნიშნული ტრავმის მოსაშუშებლად, შესაძლოა, ექვსი თვე კორტზე არ გამოვიდე”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.

0.123104