ჩოგბურთი

2:06 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი-რანცინგერმა და მეტრეველმა წყვილებში მოგებებით დაიწყეს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში გრძელდება ქალთა და ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირები, სადაც საქართველოს ღირსებას, შესაბამისად, მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი და ალექსანდრე მეტრეველი იცავენ.

ჩახნაშვილი-რანცინგერი ერთეულებში მატჩს დღეს ჩაატარებს და მეტოქედ მე-3 ნომრად განთესილი რუმინელი ირინა მარია ბარა ეყოლება. წყვილებში მაკამ და რუსმა ამინატ კუშკოვამ გერმანელებს – ენგელმანს და ჰერინგს 6:1, 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე თურქებს – ანილს და კოკჩეს ეთამაშებიან.

ვაჟებში მეტრეველს მე-8 განთესვა გააჩნია და ერთეულებში ძალებს ყაზახ დენის იევსეევთან მოსინჯავს. წყვილთა შეჯიბრში მეტრეველმა და უკრაინელმა ალეკსეენკომ მოლდოველი გრაბული და უკრაინელი მილოკოსტოვი 6:2, 3:6, 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

ფოტო:

0.121536