ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა “ნერაძურის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
32 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბორხას ტრანსფერი “ინტერს” 5.5 მილიონი ევრო დაუჯდა.
ვალერო “ფიორენტინას” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. მან ამ დროის განმალობაში “იების” მაისური 211-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.