ფეხბურთი

11:19 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქერიკი "მანჩესტერის" ახალი კაპიტანია

ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” ამიერიდან მაიკლ ქერიკი უკაპიტნებს. ამის შესახებ “მანკუნიანელთა” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 35 წლის ნახევარმცველმა კაპიტნის სამკლავური უეინ რუნისგან მიიღო, რომელიც ცოტა ხნის ლივერპულის “ევერტონში” გადავიდა. რაც შეეხება ქერიკს, იგი აქამდე გუნდის ვიცე-კაპიტანი გახლდათ.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ასეთი დიდი გუნდის კაპიტანი. წარსულში ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამას მივაღწევდი. ეს ჩემთვის განსაკუთრებული შანსია”, - აღნიშნა ქერიკმა.

მაიკლ ქერიკი “მანჩესტერში” 2006 წლიდან თამაშობს. დღემდე მან “წითელი ეშმაკების” ღირსება 459 შეხვედრაში დაიცვა. ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ხოლო თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.111754