უეფამ ახალი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ესპანური გუნდების დომინირებაა. პირველ ექვსეულში 4 ლა ლიგის წარმომადგენელია, პირველ სამ პოზიციაზე კი საერთოდ პირინეული კლუბები არიან.
ლიდერი მადრიდის “რეალია”, რომელიც მდევრებს საგრძნობლად უსწრებს. მას თანაქალაქელი “ატლეტიკო” უდგას კვალში, ხოლო სამეულს “ბარსელონა” ასრულებს. მოწინავე ხუთეულში არიან მიუნხენის “ბაიერნი” და ტურინის “იუვენტუსიც”.
აქვე, პირველი ათეული:
1. “რეალი” (ესპანეთი) – 151.799 ქულა
2. “ატლეტიკო” (ესპანეთი) – 133.799
3. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 128.799
4. “ბაიერნი” (გერმანია) – 122.656
5. “იუვენტუსი” (იტალია) – 119.049
6. “სევილია” (ესპანეთი) – 109.799
7. პსჟ (საფრანგეთი) – 103.249
8. “დორტმუნდი” (გერმანია) – 95.656
9. “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – 94.363
10. “ბენფიკა” (პორტუგალია) – 87.783
რაც შეეხება ქართულ გუნდებს: ყველაზე კარგი შედეგი თბილისის “დინამოს” – 5.250 ქულა. ეს კი მხოლოდ 217-ე ადგილისთვისაა საკმარისი. 273-ე პოზიციას იკავებს გორის “დილა”, რომელსაც 3.750 ქულა გააჩნია, საჩხერის “ჩიხურა” 3.000 ქულით 318-ეა. აქვე, სრულად ქართული კლუბების რეიტინგი:
217. “დინამო” (თბილისი) – 5.250 ქულა
273. “დილა” – 3.750
318. “ჩიხურა” – 3.000
392. “დინამო” (ბათუმი) – 1.500
393. “ტორპედო” – 1.500
397. “ზესტაფონი” – 1.500
421. “სამტრედია” – 1.250
422. “ცხინვალი” – 1.250
423. “სიონი” – 1.250