საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი უეფას რეიტინგში ფსკერს უახლოვდება. უეფამ ჩემპიონატების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ეროვნულმა ლიგამ მთელი 7 საფეხბურით განიცადა რეგრესი და ახლა 43-ე ადგილზეა.
მიმდინარე სეზონში ქართულმა გუნდებმა სულ რაღაც 0.125 ქულა გამოიმუშავეს... მთლიანობაში კი, მხოლოდ 5.000 ქულაა საქართველოს ჩემპიონატის ანგარიშზე. ჩამოვრჩებით ისეთი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებს, როგორებიც ლიხტენშტეინი, ლატვია, ალბანეთი, ესტონეთი და მოლდოვაა.
აღსანიშნავია, რომ არის შანსი რეიტინგი კიდევ უფრო გაუარესდეს. საქმე ისაა, რომ ჩვენს უკან მყოფ ქვეყნებს ევროსარბიელზე წარმომადგენლები კიდევ ჰყავთ და შესაბამისად, ქულების დაგროვების შანსი აქვთ. აქვე გეტყვით, რომ თუ ეროვნული ლიგა 45-ე ადგილს ჩამოცდება, მაშინ გაისად საქართველოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს ჩართვა.
რაც შეეხება მოწინავე პოზიციებს – ხუთეულში ცვლილებები არაა. ესპანეთის ლა ლიგა დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო შემდეგ მოდიან გერმანიის ბუნდესლიგა, ინგლისის პრემიერლიგა და იტალიის სერია A. სხვათა შორის, იტალიამ ინგლისთან და გერმანიასთან სხვაობა საგრძნობლად შეამცირა და ტემპს თუ შეინარჩუნებს, მალე მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
1. ლა ლიგა (ესპანეთი) – 88.998 ქულა
2. ბუნდესლიგა (გერმანია) – 63.284
3. პრემიერლიგა (ინგლისი) – 61.819
4. სერია A (იტალია) – 60.249
5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 46.248
... 40. მაკედონია – 5.375
41. ესტონეთი – 5.375
42. ლატვია – 5.250
43. საქართველო – 5.000
44. სომხეთი – 4.750
45. მონტენეგრო – 4.625
46. მალტა – 4.375
47. ჩრდ. ირლანდია – 4.250