ფეხბურთი

22:56 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" "ყარაბაღთან" განადგურდა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო, თუმც წარუმატებლად. აზერბაიჯანული “ყარაბაღის” წინააღმდეგ გია ცეცაძის “ტოფიკ ბახრამოვის” სტადიონზე გამართულ მატჩში შერცხვა – 0:5.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა – დინო ნდლოვუმ დუბლი გაიფორმა, ერთიც ისმაილოვმა გაიტანა. საგულისხმოა, რომ ამ სამი გოლიდან ორი პენალტით გავიდა იმერელთა კარში.

მეორე ნახევარში თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა და საბოლოოდ, გერიემ და მიჩელმა მატჩს წერტილი დაუსვეს. საპასუხო თამაში თბილისში, ერთ კვირაში გაიმართება, რომელიც ფორმალობადაა ქცეული.

0.114679