საკალთბურთო კლუბი თბილისის “დინამო” ხანგრძლივის პაუზის შემდეგ ევროტურნირზე ბრუნდება. შვეიცარიის ქალაქ მიესში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის კენჭისყრა გაიმართა და ქართული კლუბის მეტოქეც გაირკვა.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო” ესპანურ “ხუვენტუდ ბადალონას” დაუპირისპირდება. “დინამოს” ძირითად ბადეში მოსახვედრად სამი ეტაპის გავლა მოუწევს. პლეი-ოფი ორმატჩიანი იქნება. “ხუვენტუდთან” პირველი მატჩი 19 სექტემბერს თბილისში გაიმართება, ხოლო განმეორებით შეხვედრას 21 სექტემბერს ესპანეთი უმასპინძლებს.
“ხუვენტუდმა” წლევანდელ ესპანეთის უმაღლეს ლიგა ACB-ში მე-14 ადგილი დაიკავა. “დინამოს” საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუ თბილისელები ამ ურთულესი ბარიერის გადალახვას მოახერხებენ, შემდეგ ეტაპზე ფინურ “კატაის” დაუპირისპირდებიან.