კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში, კერძოდ კი მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ბავარიული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.
როდრიგესმა მადრიდის “რეალი” დატოვა, ახალ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გერმანიაში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება. ცნობილია, რომ ხელშეკრულება საიჯაროა, თუმცა გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.