კალათბურთი

17:10 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულეს

საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიურ ქალაქ მონტეკატინიში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა. მთლიანობაში ქართველებმა 6-დან 5 მატჩი მოიგეს, თუმცა გათამაშების უცნაური ფორმატის გამო საბოლოოდ მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდნენ.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი.

მე-7 ადგილისთვის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ვენესუელას, დაძაბულ ბრძოლაში - 78:70 მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 66:66 დასრულდა, თუმცა დამატებით 5-წუთეულში ქართველმა ვეტერანებმა იყოჩღეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მატჩი - ისიც მასპინძელ იტალიასთან დათმო, რომელიც მოქმედი ჩემპიონი გახლდათ და ეს ტიტული წელსაც დაიცვა.

gbf.ge

0.136795