მადრიდის “რეალს” ახალი მეორე ვიცეკაპიტანი ჰყავს. მას შემდეგ რაც პეპემ “სამეფო კლუბი” დატოვა და თურქულ “ბეშიქთაშს” შეუერთდა, მადრიდელებმა მეორე ვიცეკაპიტანი აირჩიეს და ეს პატივი წილად კრიშტიანუ რონალდუს ხვდა.
კაპიტნის სამკლავურს ის ფეხბურთელი იღებს, რომელსაც ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული პირველ გუნდში, შემდეგ ვიცეკაპიტანი, მეორე ვიცეკაპიტანი და ასე შემდეგ.
მომავალ სეზონში კაპიტნის სამკლავურს კვლავ სერხიო რამოსი მოირგებს, მისი არყოფნის შემთხვევაში კაპიტანი მარცხენა მცველი მარსელო იქნება. შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ, ხოლო მესამე – ბენზემა.
გუნდის კაპიტანი და ვიცეკაპიტნები ხშირად შეხვდებიან ფლორენტინო პერესს და განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს.
მანამდე კი უცნობია საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრიშტიანუ, დარჩება “რეალში” თუ წავა?!