“ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ჯეიმს ხელშეკრულება 2019 წელს ეწურებოდა, ახალი შეთანხმების მიხედვით კი, “ბაბუაწვერა” ტეხასში 2023-წლამდე დარჩება, რაშიც 228-მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ჰარდენი “ჰიუსტონში” 2012 წლიდან თამაშობს და გუნდის ლიდერად იქცა. განვლილ სეზონში ჯეიმსი საშუალოდ ერთ მატჩში 29.1 ქულას, 8.1 მოხსნას და 11.2 პასს აკეთებდა, რაც საუცხოო შედეგია.