ფეხბურთი

12:05 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფალავანდიშვილი "ტორპედოში" დაბრუნდა

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას იმერული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს. 24 წლის ფეხბურთელმა “ტორპედოსთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბრამდე გააფორმა.

ფალავანდიშვილის ბოლო ქართული გუნდი სწორედ “ტორპედო” იყო, რომლის რიგებში საქართველოს თასი მოიგო. თუმცა, ზამთარში გუნდი დატოვა – თავდაპირველი ინფორმაციით, მას კვიპროსში, კერძოდ, “ეთნიკოსში” უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ამიტომ, მოლდოვურ “დაჩიაში” მოუწია გარჯა.

მანამდე ფალავანდიშვილი “გაგრასა” და გორის “დილას” ღირსებასაც იცავდა.

0.114643