ფეხბურთი

13:18 | 10.07.2017 | ნანახია 1164 - ჯერ

გილერმო ოჩოა ბელგიაში ითამაშებს

მექსიკის ეროვნული ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა ამიერიდან ლიეჟის “სტანდარტში” ითამაშებს. ამის შესახებ ბელგიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 31 წლის კიპერი “სტანდარტს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ოჩოამ გასული სეზონი ესპანურ “გრანადაში” გაატარა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი ივნისში ამოეწურა. მანამდე უთამაშია “ამერიკაში”, “სან ლუისში”, “აიაჩოსა” და “მალაგაში”.

მექსიკის ეროვნული ნაკრების ღირსება გილერმო ოჩოას აქამდე 87 შეხვედრაში დაუცავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:45 | 10.07.2017
tomasmuller (668)

ოფიციალურათ დუგლას კოსტა იუვეს ფუტბალისტია

13:58 | 10.07.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

მაგრად გამიკვირდა ბაიერნი, რომ უშვებს მაგას)

0.067823