ფეხბურთი

22:00 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმმა" ვაგნერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმლმა სანდრო ვაგნერმა "ჰოფენჰაიმთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვაგნერი "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია და ჰოფენჰაიმში 2016 წელს "დარმშტადტიდან" გადავიდა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში სანდრომ 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

კლუბში კარგი თამაშის წყალობით, ვაგნერმა იოახიმ ლიოვის მიწვევა დაიმსახურა და ეროვნულ გუნდში პირველი თამაში 6 ივნისს ჩაატარა. სანდრო კონფედერაციათა თასზე იმყოფებოდა და პირველი სანაკრებო ტიტულიც მოიპოვა.

0.116489