ფეხბურთი

21:24 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალევეშისთვის პსჟ იბრძოლებს

მას შემდეგ რაც ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა “იუვენტუსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და გახდა თავისუფალი აგენტი, მის მიმართ დიდ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” იჩენდა.

უცხოური მედიის თქმით, ალვეშს მის ყოფილ მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან სურდა მუშაობა და ამიტომ “ქალაქელებს” ყველაზე რეალურ ვარიანტად მიიჩნევდნენ.

L’Equipe-ს ინფორმაციით ბრაზილიელისთვის ბრძოლას ფრანგული “პარ სენ ჟერმენიც” აპირებს, რომელთა შორისაც მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

გასულ სეზონში 34 წლის მცველმა 39 მატჩი ჩაატარა “იუვენტუსის” შემადგენლობაში, მის ანგარიშზე კი 6 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

0.101291