საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მომავალში იმედს აღარ გაუცრუებენ.
ბიჭები ვერ ვიყავით სათანადოდ შემართული და ცოტა დაძაბულიც ვთამაშობდით. მაყურებელს მადლობა მოსვლისთვის და შევეცდებით, რომ მომავალში იმედები არ გავუცრუოთ. ჩემს თავს რაც შეეხება ვერ შევაფასებ“, - გვითხრა კოხრეიძემ
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში 2 წაგებითა და 1 მოგებით 3 ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.