საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მარჯვენა ნახევარმცველმა, გიორგი არაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და დასანან მარცხზე ისაუბრა. მისი თქმით გუნდმა ყველაფერი გააკეთა რათა მაყურებელში იმედი გაეღვიძებინათ.
„თამაშზე და თამაშის წინაც გუნდში ისეთი განწყობა იყო, რომ დარწმუნებული ვიყავით მოვიგებდით, მაგრამ დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. პირველ რიგში ყველა ფეხბურთელს ვუხდი მადლობას იმისათვის, რომ ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის და გულშემატკივარში დაკარგული იმედი გააღვიძეს. მაყურებელს კი ასეთი თანადგომისთვის, როელიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. ახარგარდულ ნაკრებს რაც შეეხება აქამდ
აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ 19 წლამდე ნაკრების შეკრებას არ დამთხვეოდა ახალგაზრდული ნაკრების შეკრებები და 21 წლამდე ნაკრებში სწორედ ამ მიზეზით ვერ მოვხვდი. გეგუჩაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და კონფლიქტი მასთან არასოდეს მქონია.