"სენტ-ეტიენის" აწ უკვე ყოფილი მარჯვენა ფლანგის გარემარბი კევინ მალკიუ კარიერას "ლილში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა.
გასულ სეზონში კევინმა 34 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისური მედიის ინფორმაციით კი, ფრანგით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.