ფეხბურთი

16:34 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრების წევრს გულის დაავადება აღმოაჩნდა

ბელგური “გენტის” ნახევარმცველ ტომას ფოკეტს ფეხბურთიდან დროებით წასვლამ მოუწია. როგორც “გენტის” ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელს გულის დაავადება აღმოაჩნდა და ამიტომაც, მომდევნო 6 თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. დანარჩენს კი სარეაბილიტაციო პროცესი გამოაჩენს.

ტომას ფოკეტი ბელგიაში ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. მან კარიერა “გენტში” დაიწყო და მხოლოდ 2013-2014 წლების სეზონი გაატარა იჯარით “ოსტენდეში”. ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეს 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.111863