კალათბურთი

13:32 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბ ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო

ჩინეთში მყოფმა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ბ ნაკრებმა მეოთხე მატში ჩაატარა და ზედიზედ მეორე წააგო. ამჯერად ქართველი კალათბურთელები ჩინეთის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ,,ლიონინგთან’’ დამარცხდნენ ანგარიშით 89:95.

ქართველთაგან ყველაზე მეტი, 22 ქულა ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვოლმა დააგროვა. 2 ქულით ნაკლები მძიმე ფორვარდმა ილია ლონდარიძემ მიითვალა, ხოლო კიდევ ერთ ცენტრალურ თავდამსხმელ სერგო ათუაშვილის ანგარიშზე 16 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ,,ლიონინგთან’’ შეხვედრამდე ქართველმა კალათბურთელებმა ჩინურ კლუბ „ბაის“ ზედიზედ ორი შეხვედრა მოუგეს - 83:73 და 84:77. პირველი დამარცხება კი მასპინძელთა ბ ნაკრებთან განიცადეს - 68:95.

0.115975