“მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონის” თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს უახლოეს დღეებში დაიმატებს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფინანსური მხარე თითქმის შეთანხმებულია და “წითელი ეშმაკები” ბელგიელი მოთამაშის სანაცვლოდ 82 მილიონ ევროს გადაიხდიან.
მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ ლუკაკუ გუნდს მანამდე შეუერთდება, სანამ ამხანაგურ მატჩში 15 ივლისს “ლოს-ანჯელეს გალაქსის” დაუპირისპირდება.